გიორგი თარგამაძე ბონში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას
“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე ბონში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობას გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები და პირადად კანცლერი ანგელა მერკელი უმასპინძლებს.
ღონისძიებას დაესწრებიან ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპარლამენტის თავმჯდომარე იერჟი ბუზეკი, უკრაინის პრემიერი იულია ტიმოშენკო და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების სხვა ლიდერები.
ყრილობაზე მიწვეულნი არიან ევროპული ქვეყნების პირველი პირები, სტუმართა შორის იქნება აშშ-ის წარმომადგენლობაც.
ყრილობის ფარგლებში გიორგი თარგამაძესთან იგეგმება ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც ‘’ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’’ ევროპის სახალხო პარტიის რიგებში გაწევრიანების თაობაზე იმსჯელებენ.;
;
;

























