მიხეილ სააკაშვილი - კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია 10 დეკემბერს დააფიქსირა.
"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო და რუსეთის მიერ ამ კომედიის დადგმა ამორალურია", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მთავარია, ამ ეტაპზე შეწყდეს გატაცებები, უკანონო პატიმრობები, ახალი ბერლინის კედლის აღმართვა და მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დევნა.
სოხუმის რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს დღეს ატარებს. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის 5 კანდიდატი -; სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციის წარმომადგენელი ბესლან ბუთბა, ასევე, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა. “საარჩევნო უბნები” ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიხურება.
სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ, 12.00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

























