"საქართველოს ბანკის" ძირითადი პრიორიტეტი 2010 წელს დაკრედიტების გაზრდა იქნება
"საქართველოს ბანკის" უმთავრესი პრიორიტეტი 2010 წელს დაკრედიტების გაზრდა იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ~საქართველოს ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა.
;მისი თქმით, გარდა ამისა, მომავალ წელს დაგეგმილია ბანკის მიერ საცალო საბანკო საქმიანობის ზრდა, რაც ძირითადად სხვადასხვა სეგმენტებზე სხვადასხვა ტიპის საბანკო პროდუქტის და მომსახურების შეთავაზებით იქნება გამოხატული.
;ამასთან, ~საქართველოს ბანკი~ აპირებს განავითაროს საშუალო შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურება. გაგრძელდება დეპოზიტების იმპორტი, ისევე როგორც ისრაელიდან ხდება. მომავალი წლის პირველი ნახევრიდან ამ მიზნით ოფისს ~საქართველოს ბანკი~ კიდევ ერთ ქვეყნაში გახსნის, თუმცა, კონკრეტულად რომელში ჯერ არ სახელდება.
;გარდა ამისა, ირაკლი გილაურის განცხადებით, გაგრძელდება არაპროფილური აქტივების გაყიდვა.
;~მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს თუ არ გავზრდით ჩვენს წილს ბაზარზე, მინიმუმ შევინარჩუნებთ და მყარ პოზიციაზე ვიქნებით. მომავლ წელს ~საქართველოს ბანკის~ წმინდა მოგება 72.2 მლნ ლარის ოდენობითაა დაგეგმილი~, - განაცხადა გილაურმა.
;
;

























