პარლამენტი ხვალ ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივის განხილვას იწყებს
პარლამენტი ხვალ ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალი ინიციატივის განხილვას იწყებს.
;ინიციატივაზე, რომელიც "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ხვალ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს.
;კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ახალი; ინიციატივა არეგულირებს ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევასთან, ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით პროდუქციის მიმოქცევასთან, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის დაწყებასა და დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
;ასევე, პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის ხელახალ რეგისტრაციას ეროვნული რეჟიმით.
;საკანონმდებლო ინიციატივას დეპუტატებს ხვალ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე გააცნობს.
;

























