ჰილარი კლინტონი - აშშ საქართველოს და უკრაინას აქტიურად უნდა დაეხმაროს
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და უკრაინას აქტიურად უნდა დაეხმაროს. როგორც “იტარ-ტასი” იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
;მისი განცხადებით, აშშ-მ უნდა გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა ისეთი ქვეყნების ახალგაზრდა დემოკრატიებად ჩამოყალიბებაში როგორიც საქართველო, უკრაინა და კოსოვოა.
“როცა მიმდინარეობს დემოკრატიული ცვლილებები, ჩვენ არ შეგვიძლია თავს უმოქმედობის უფლება მივცეთ. ამის ნაცვლად უნდა გავაგრძელოთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა”, - განაცხადა კლინტონმა ვაშინგტონში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.
;

























