სოხუმის რეჟიმი აფხაზეთში H1N1 ვირუსის შემთხვევების დაფიქსირებას კატეგორიულად უარყოფს

სოხუმის რეჟიმი აფხაზეთში H1N1 ვირუსის შემთხვევების დაფიქსირებას კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება.

;ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ მარშანიას განცხადებით, აფხაზეთში ამ დრომდე ე.წ. ღორის გრიპის ერთი შემთხვევაც კი არ არის დაფიქსირებული.

;“ღორის გრიპის” გამო აფხაზეთში არანაირი საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. მეტიც, კარანტინიც კი არ ყოფილა შემოღებული. რესპუბლიკაში “ღორის გრიპით” დაავადების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქისრებულა”, - განაცხადა მარშანიამ.;

;მისი თქმით, მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ზოგი სკოლა იხურება. სტაციონარებში კი ფილტვების ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებში H1N1 ვირუსი არსებობას იკვლევენ და მასალებს რუსეთის ლაბორატორიებში აგზავნიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას მონაცემებით კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე H1N1 ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფული სისწრაფით მატულობს. კერძოდ, 2 დღის წინანდელი მონაცემებით, ზუგდიდის საავადმყოფოში აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი 53 პაციენტი იყო, რომელთაგან 33 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სოხუმის რეჟიმმა კარანტინი გამოაცხადა და აფხაზი ექიმების თხოვნით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მედიკამენტების გარკვეული ნაწილი, უკვე შეიგზავნა.

;