ე.წ. უდოს კომისიაში პარლამენტის კვოტით ეკა ხერხეულიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნებიან წარდგენილნი
ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიაში პარლამენტის კვოტით დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კვლავ დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნებიან წარდგენილნი.
;აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. ე.წ. უდოს კომისიაში პარლამენტი სექტემბრიდან ჩაერთო, კანონმდებლობით კი პარლამენტის კვოტის დასაკავებლად დეპუტატები როტაციის წესით სამ თვეში ერთხელ უნდა შეიცვალონ.
;საპარლამენტო უმრავლესობამ გია არსენიშვილი ეკა ხერხეულიძით შეცვალა, საპარლამენტო უმცირესობამ კი უდო-ს კომისიაში კვლავ დიმიტრი ლორთქიფანიძე დატოვა.
;
;

























