სოსო ცისკარიშვილი - დაკავებულების გათავისუფლებით კრემლის თვითლუსტრაცია დადასტურდა
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის; შეფასებით, ნოღაიდელისთვის დაკავებული მოზარდების გადაცემით, კრემლის თვითლუსტრაცია იმ თვალსაზრისით მოხდა, რომ გატაცება კრემლისა და მოსკოვური თეთრის სახლის კაბინეტებში დაიგეგმა.
ცისკარიშვილის განმარტებით, დღევანდელ გათავისუფლებას ორმხრივი დატვირთვა აქვს – კარგია, რომ დატყვევებულები გათავისუფლდნენ, მაგრამ რუსეთი ზნეს არ იცვლის.;
“დაკავებულების გათავისუფლებით კრემლის თვითლუსტრაცია დადასტურდა. მოზარდთა გატაცების შემოქმედნი კრემლისა და მოსკოვური თეთრი სახლის კაბინეტებში სხედან”,_აცხადებს სოსო ცისკარიშვილი, რომლის აზრითაც, მოსკოვის ფანტაზია კვლავ სიბრალურს იწვევს, რადგან საქართველოში მათ წლების განმავლობაში მხოლოდ დისკრიდიტირებული და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ყოფილი ჩინოვნიკები ეგულებათ საყრდენებად.
ცისკარიშვილის განმარტებით, თუ ქვეყნის ხელისუფლების ცნობიერებას პარტიული და არა სახელმწიფოებრივი ინტერესები წარმართავს, მუდმივად იქნება ლოზუნგი _ “შემოგვიერთდით” და რაოდენ სამწუხაროა, რომ მოსკოვს მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართ ამგვარი განწყობა აქვს.
მისივე თქმით, ანალოგიური განწყობა იფრქვეოდა ავლაბრის რეზიდენციიდანაც, როცა სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრეზიდენტობას სთავაზობდნენ.
“დემოკრატია ვინმეს ახირება კი; არა, აუცილებელი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაენიშნოს როგორც კრემლის, ისე ავლაბრის ბინადართ”,_ დასძენს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალში დღეს დილით ჩავიდა. იგი დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე ედუარდ კოკოითის შეხვდა.;
;ტირძნისელი; მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური, 16 წლის გოგიტა არჩვაძესთან ერთად, რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.;
ცხინვალში იმყოფებოდნენ; ევროკომისარი თომას ჰამარბერგი და ადამიანის უფლებების რუსი დამცველი ვლადიმერ ლუკინი.;

























