დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაპუნა დავითაია დაინიშნა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.;

როგორც; პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს განაცხადა, გაგოშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ არქეოლოგიურ კვლევის ცენტრს უხელმძღვანელებს. სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი პარლამენტის წევრი პაპუნა დავითაია დაიკავებს.

;დავითაია ადრე კულტურის სამინისტროშიც მუშაობდა და; დიასპორის საკითხებს კურირებდა.; იგი ამ მიმართულებით მუშაობდა პარლამენტშიც.

ამასთან, პაპუნა დავითაიამ მადლობა გადაუხადა; პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობისთვის.

“საზღვარგარეთ ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ქართველი, რომლებსაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ ურთიერთობა სამშობლოსთან. ამაში აუცილებლად ხელშეწყობაა საჭირო. მოფიქრებული უნდა იყოს ისეთი მექანიზმი, რომელიც მათ სამშობლოსთან უერთიერთობის გაგრძელებაში დაეხმარებათ”,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

თავად იულონ გაგოშიძის განცხადებით კი, მოხარულია, რომ უბრუნდება არქეოლოგიას.

“არქეოლოგია არის სფერო, რომელიც საქართველოს სახეა და ამ სახეს კიდევ უფრო უკეთ გამოჩენა სჭირდება”,- მიიჩნევს იულონ გაგოშიძე.