"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე, კობა დავითაშვილის თანაგუნდელი გახდა. `ხალხის პარტიაში~ ის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც ალექსანდრე შალამბერიძემ `ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, კობა დავითაშვილის პარტიაში გაწევრიანება მან გადაწყვიტა იმ თანხვედრის გამო, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა, ავტორიტარული რეჟიმის დასრულება მშვიდობიანი გზით და ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების დამკვიდრება.
მისი თქმით, ეს არის ის მიზნები, რომელიც მას და კობა დავითაშვილს აერთიანებთ. ამ წუთებში ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში `ხალხის პარტიის~ წევრები იკრიბებიან, სადაც რამდენიმე წუთში პარტიის საერთო კრება უნდა დაიწყოს. კრებაზე პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ოპოზიციის პრაიმერსა და პარტიის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს, ის თანაგუნდელებს ასევე პროგრამას გააცნობს, რომელსაც ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"