თბილისის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციებზე მოთხოვა და ფასიც შემცირდა

თბილისის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციებზე მოთხოვნა და ფასიც შემცირდა.

;ბირჟაზე დღეს გამართულ ვაჭრობაზე ბანკის 110 აქცია გაიყიდა, რაც წინა ვაჭრობაზე გაყიდულთან შედარებით 75 ფასიანი ქაღალდით ნაკლებია. სავაჭრო სესიაზე “საქართველოს ბანკის” აქციებზე დღეს 2 გარიგება დაიდო, გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ კი 1 494 ლარი შეადგინა.

;თბილისი საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” ერთი აქციის საშუალო ფასმა 13.582 ლარი შეადგინა.

თბილისის საფონდო ბირჟაზე ნოემბრის განმავლობაში "საქართელოს ბანკის" 10 325 აქცია გაიყიდა, რაც ოქტომბერში გაყიდულთან შედარებით 1 259 ფასიანი ქაღალდით ნაკლებია.

გასული თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" აქციებზე; 25 გარიგება დაიდო, გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ 132 825 ლარი შეადგინა.

;