ნინო კალანდაძე - რამზან კადიროვის განცხადება, იმ სახელმწიფოს პოზიციაა, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადება, იმ სახელმწიფოს პოზიციაა, რომელსაც საბჭოთა კავშირის და რეგიონალური ბატონობის აღდგენის სურვილი და მოტივაცია აქვს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
;მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ იდეის პროპაგანდა უკვე დაუფარავად მიმდინარეობს, მათ შორის იმისიც, რომ მზად არიან უკანონო ქმედებების განსახორციელებლად.
;რამზან კადიროვის განცხადებით,; საქართველო და უკრაინა რუსეთის დაავადებები არიან, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია.
;“საქართველო, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა - ეს მუდმივად გაგრძელდება. ეს რუსეთის დაავადებაა. რატომ უნდა ვიტანჯოთ მუდმივად, როცა შეიძლება ამ პრობლემის ლიკვიდირება. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს – არმია, ტექნოლოგიები. დროა, აუცილებლად შეტევაზე გადავიდეთ”, - განაცხადა კადიროვმა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
;

























