პრაიმერში მონაწილეობასთან დაკავშირებით ‘’ალიანსის’’ განცხადებას ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა
პრაიმერის ინიციატორი პარტიები ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, პრაიმერში მონაწილეობასთან დაკავშირებით მათთან კონსულტაციების გამართვას მაინც აპირებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ‘’კონსერვატორების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხდა.
მისი თქმით, ‘’ალიანსი’’ ხედავს და მხარს უჭერს ოპოზიციაში ერთიანი კანდიდატების აუცილებლობას.
ძიძიგური იმედს იტოვებს, რომ პრაიმერის ინიციატორები ‘’ალიანსთან’’ ერთ პოზიციაზე შეჯერებს მოახერხებენ.
‘’ალიანსმა” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ისინი პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებენ.
;“არსებულ გარემოში პრაიმერის ჩატარება მრავალ საფრთხეს ატარებს, რომელიც გამოყენებული იქნება ოპოზიციურ ძალიებს შორის დაპირისპირებისთვის.; “ალიანსი საქართველოსთვის” პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, დროულად მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას ერთიანი ძლიერი კანდიდატის მხარდასაჭერად”, - ნათქვამია განცხადებაში.;
;
;

























