მონსერატ კაბალიე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს   დაბადების დღეს ულოცავს

მსოფლიო საოპერო სცენის დივა მონსერატ კაბალიე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ესპანეთიდან დაბადების დღეს ულოცავს.

ვიდეომიმართვაში, რომელიც მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს გამოუგზავნა, ნათქვამია: “თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის; დაბადების დღის მოლოცვა”.;

;მონსერატ კაბალიე მადლობას უხდის პატრიარქს საქველმოქმედო ფონდ “იავნანა-არტ”-ის დალოცვისთვის, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად დააარსა.;;

“მე მეამაყება, რომ “იავნანას” წევრი ვარ და ვიმედოვნებ, ეს ქართულ-ევროპული ფონდი მნიშვნელოვნად დაეხმარება, როგორც ქართველ, ისე მსოფლიო ბავშვებს. სამწუხაროა, რომ ომები ჯერ კიდევ ხდება მსოფლიოში და ის განსაკუთრებულად აღარიბებს ქვეყანას. თქვენ ალბათ ყველაზე უკეთ ხედავთ, რომ ბევრად მეტნი არიან ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება. საქველმოქმედო ორგანიზაციები კი, არ არის საკმარისი”, - ნათქვამია მისალოც ვიდეომიმართვაში.;;;

მონსერატ კაბალიე აღნიშნავს, რომ უდიდეს პატივისცემას; და მოწიწებას განიცდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. “ხატი, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გადმომეცით, ჩემს ოთახში ბრძანდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ მეგობრობისთვის, მინდა იცოდეთ, ნებისმიერ დროს, როცა კი დაგჭირდებით, ჩემი სახით თქვენ და მთელ თქვენ ქვეყანას გყავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ. მინდა, საქართველოს სიყვარული და მშვიდობა ვუსურვო 2010 წელს”,- წერს მონსერატ კაბალიე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს 4 იანვარს 77 წელი უსრულდება.

საქართველოს პატრიარქი მსოფლიო საოპერო სცენის ლეგენდამ, მონსერატ კაბალიემ ფონდ “იავნანას” ეგიდით ჩატარებული სქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის დროს, 2007 წლის დეკემბერში თბილისში გაიცნო. პატრიარქმა მონსერატ კაბალიესა და მის ქალიშვილის, მონსერატ მატის ჯერ საპატრიარქოში უმასპინძლა, შემდეგ; კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიწვია, სადაც მონსერატ კაბალიე საკვირაო წირვას დაესწრო. კაბალიე მაშინ აღნიშნავდა, რომ საქართველოს პატრიარქმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და თავს ბედნიერად თვლდა, რომ შესაძლებლობა მიეცა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გაეცნო.

;

;

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია