ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრება.

;19-20 და 21; იანვარს ეგვიპტეში ეგვიპტურ-ქართული ბიზნესფორუმია დაგეგმილი.

;ფორუმში, რომელზეც ეგვიპტური მხარე საქართველოში არსებულ ვითარებასა და საინვესტიციო პოტენციალს გააცნობა, ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.;

;საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ეგვიპტის მხარე დაინტერესებულია საქმიანი ურთიერთობების დამყარებით ქართულ კომპანიებთან ტურიზმის, ენერგეტიკის და სამშენებლო სფეროებიდან. ასევე, მათ ინტერესს წარმოადგენს ქართული ფარმაცევტული კომპანიები, საფეიქრო წარმოება, მინერალური წყალი, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, ქიმიური მრეწველობა და სხვა.

;

;