H1N1 ვირუსით 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში H1N1 ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ერთით გაიზარდა.

;როგორც `ინტერპრესნიუსს~ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, ლაბორატორიული გადამოწმების შედეგად გარდაცვალების მიზეზად ვირუსი კიდევ ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

;გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი, რომელიც აბაშიდან იყო და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. შემთხვევა გადამოწმების შედეგად ახლა დადასტურდა.

;დღეისათვის ქვეყანაში H1N1 ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1160 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 გარდაიცვალა, კიდევ 5 პაციენტი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში მკურნალობს. მათგან სამი თბილისში, ხოლო 2 ქუთაისშია.