ქუთაისში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქცია პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” წევრების ორგანიზებით გაიმართა.
გამსახურდიას ქუჩაზე, მუნიციპალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, სადაც 2 იანვარს დევნილთა 28 ოჯახი შეასახლეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ შენობა ისე ჩაიბარა, რომ კომუნალური საკითხები მოწესრიგებული არ იყო. შენობაში არ არის შუქი და წყალი.
;ქუთაისის ვიცე–მერის, დავით გორდელაძის განმარტებით კი, “აქციას პოლიტიკური სუნი ასდის და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რადგანაც შენობას წყალიც მიეწოდება და ელექტროენერგიაც”.
როგორც გორდელაძემ აღნიშნა, რამდენიმე ოჯახმა ვერ მოასწრო “ენერგოპროჯორჯიაში” დარეგისტრირება, რის გამოც შუქი არა აქვთ.
;

























