ნინო კალანდაძე ახალგორთან დაკავშირებელ საკითხს “მტკივნეულად” მიიჩნევს
ახალგორის მოსახლეობისათვის ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გაკეთდა.;
როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე მტკივნეულ საკითხად აფასებს ამ პროცესს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს არ არის რაიმე საფრთხის მომტანი და ეს პროცესი იმაზე მეტად ვერ დაძაბავს ვითარებას, ვიდრე დღეისათვის არის დაძაბული. ამასთანავე, კალანდაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი ვითარებას სამართლებრივად ვერ შეცვლის, თუმცა ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავაც მიაწვდის ინფორმაციას და მოითხოვს მკვეთრ რეაგირებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
;

























