უნგრეთი და საქართველო სამონადირეო სფეროში ითანამშრომლებენ

უნგრეთი და საქართველო სამონადირეო;; სფეროში ითანამშრომლებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა გოგა ხაჩიძემ უნგრეთის ელჩი გაბორ შაგი;; მიიღო. შეხვედრას უნგრეთის საელჩოს კონსული ანდრეს ჰალასცი და; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე დაესწრნენ.

გოგა ხაჩიძემ და გაბორ შაგიმ უნგრეთსა და საქართველოს შორის მომავალი; თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. უნგრეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოში სამონადირეო საქმიანობის განვითარებას.

“უნგრეთს აქვს საკმაოდ განვითარებული სანადირო მეურნეობა, ზოგადად ეს სფერო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა ექსპერტების, ბიზნესმენების და სამონადირეო მეურნეობების მფლობელების დონეზე. საინტერესო იყო საუბრები თერმულ წყლებზე, იმ გამოცდილებაზე, რაც უნგრეთს აქვს”,- -განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრმა და უნგრეთის ელჩმა კოპენჰაგენის კლიმატის ცვლილებების კონფერენციის შედეგებიც განიხილეს.;