იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ უკრაინა ევროპული გზით განვითარდება

უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ევროპული გზით განავითარებს და რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს აღადგენს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო “უნიან” იტყობინება.

;“მინდა, ყველამ გაიგოს, მე უკრაინას ევროპული გზით წავიყვან. ჩვენ ვიქნებით არა ღარიბი, არამდეგ ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა”, - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

;მისივე თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში, აღადგენს და განავითარებს რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორულ ურთიერთობებს.

;“უკრაინის პოლიტიკა დაბალანსებული იქნება და პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები დადგება”, - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

;

;