საპარლამენტო უმრავლესობაში ლავროვის კრიტიკას ოკუპანტი ქვეყნის წარუმატებლობით ხსნიან

საპარლამენტო უმრავლესობაში ლავროვის მიერ ლატვიის კრიტიკას ოკუპანტი ქვეყნის წარუმატებლობით ხსნიან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რუსეთის ამოცანა იყო, აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებისთვის მიეღწია და აქცენტებსაც ამ მიმართულებით აკეთებდა, მაგრამ ამ საკითხში ფიასკო განიცადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით რუსეთი გამუდმებით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც, მაგრამ შედეგი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიების აღიარების რეალობა არ იცვლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ლატვიის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ორდენის გადაცემა რუსულ-ლატვიურ ურთიერთობებს არ გაამყარებს. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობს "დღეისთვის არსებული რეალობის მიხედვით აღიარებს".

;