თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-დან აცნობეს, 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარის 11:00-დან 31 იანვრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ხილიანს (ჩიქოვანის) და მის მიმდებარე ქუჩებს, იყალთოს მთის ნაწილს, მელიქიშვილის ქუჩას, შარაშენიძის, ფასანაურის, ნიკოლაძის, ღამბაშიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, პეტრიაშვილის, ხორავას, ჯანაშიას, ანანურის, რჩეულიშვილის და მათ მიმდებარე ქუჩებს, გოგებაშვილის ქუჩასა და მის შესახვევებს, გუნიას ქუჩას და ზემო ვაკეს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში მთაწმინდისა და სოლოლაკის მოსახლეობა სასმელ წყალს დაბალი წნევით მიიღებს.;;

სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახური ხვალ დილიდან შეუდგება.

კომპანია ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის; მომხმარებლებს.