პროკურორებმა სამართლებრივ თემებზე თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ისაუბრეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დღეს გაკვეთილები სამართლებრივ თემებზე თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსწავლეებს იმ ერთობლივი კამპანიის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წამოიწყეს.

შეხვედრას, პროკურატურის წარმომადგენლების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძეც დაესწრო.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთი რომელიმე უწყების პრეროგატივა არ არის და ის კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. პროცესში, სამართალდამცველებისა და პედაგოგების გარდა, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თითოეული მოსწავლე.

ამ მიზნით პროკურატურა დღეიდან პლაკატების კონკურსს აცხადებს. ვი იარაღის ტარების წინააღმდეგ საუკეთესო პლაკატის ავტორი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. იგივე თემაზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი საუკეთესო დევიზის გამოსავლენად.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია 1 თებერვალს დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა, პროკურორები პერმანენტულად ჩაატარებენ სამართლებრივ თემებზე სკოლებში გაკვეთილებს, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, აქციები.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით