სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სერგეი ბაღაფში მიიღო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში მიიღო. ამის შესახებ ~იტარ-ტასი~ იუწყება.
;შეხვედრა დახურული იყო და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
;მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილის ნიკოლაი ბაშალოვის განცხადებით, პატრიარქმა აფხაზ ხალხს აფხაზეთის ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის აყვავება და წარმატებები უსურვა.
;~ასევე განიხილეს აფხაზ და რუს ხალხებს შორის კულტურული და სასულიერო კავშირების განვითარების საკითხები~, - განაცხადა ბაშალოვმა.
;სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვს ~ოფიციაური ვიზიტით~ 16 თებერვალს ეწვია.
;

























