პრეზიდენტის ვებგვერდი მიხეილ სააკაშვილის ლონდონში გამოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი მიხეილ სააკაშვილის ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გამოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ; ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე საათში დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთს, არ მიყიდოს რუსეთს ვერტმფრენმზიდი “მისტრალი”.
;მიხეილ სააკაშვილის თქმით, შავ ზღვაში მსგავსი ხომალდის გამოჩენა კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს.
მისივე აზრით, თავისი ქმედებებით ოფიციალური პარიზი საფრთხეს უქმნის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას.
“სამხედრო გემის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალიან სარისკოა. ჯავშანტექნიკის მიყიდვა კი, 10-ჯერ უფრო სერიზოულ პრობლემას წარმოადგენს”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ზემოხსენებული გარიგება ძალიან უცნაური და ძალიან სარისკოა, დიდია იმის საფრთხე, რომ შავ ზღვაში ერთმანეთს “მისტრალი” და ნატო-ს ძირითადი ძალები პირდაპირ დაუპირისპირდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგული გემი კრემლს საშუალებას აძლევს, აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რამდენიმე საათში შეიჭრას. მიხეილ სააკაშვილი თავის ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას და ზემოხსენებულ გარიგებაზე ზემოქმედებას გეგმავს.
;

























