საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ბელიქესირის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც 17 ადამიანი შეეწირა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
თურქეთის ბელიქესირის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება 23 თებერვალს მოხდა, რასაც ჩვიდმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.;
;

























