მსოფლიო ვაჭრობა 2009 წელს 12 პროცენტით შემცირდა

მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს, 2008 წელთან შედარებით, 12 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პასკალ ლამიმ განაცხადა.

;ვაჭრობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად გლობალური მოთხოვნის მყისიერი ვარდნა სახელდება.

;ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წელს ევროკავშირში იმპორტი 23 პროცენტით შემცირდა, ხოლო ექსპორტი - 16 პროცენტით შემცირდა. ჩინეთიდან ექსპორტი კი, 17 პროცენტით იქნა შემცირებული, მაშინ როდესაც ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება.

;ადრე მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია 2009 წელს გლობალური ვაჭრობის 10 პროცენტით შემცირებას ვარაუდობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2010 წელს საერთაშორისო საქონელბრუნვა მსოფლიოში 5.8 პროცენტით გაიზრდება, მაგრამ კრიზისამდე არსებულ დონეს არ გაუთანაბრდება.