იმერეთში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი არ გამორიცხავს, რომ მეფობაზე პრეტენზია ჰქონდეს

სამეფო დინასტიის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, იმერეთში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი მონარქიის აღდგენის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ მეფობაზე პრეტენზია ჰქონდეს.

;;; თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში მცხოვრები, 26 წლის ირაკლი ბაგრატიონი დიდი ირაკლი ბატონიშვილი-ბაგრატიონის შვილიშვილია, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც საქართველოში 37-იან წლებში დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა.

;;; იმერელი ბაგრატიონების პოზიციაა, საქართველომ არ ეძებოს სამეფო დიდგვაროვანი შთამომავალი საზღვარგარეთ, როცა ისინი აქვე, ჩვენს ქვეყანაში არიან.

;;; როგორც “ინტერპრესნიუსს” ირაკლი ბატონიშვილი-ბაგრატიონმა განუცხადა, უნდა გაერთიანდნენ იმერეთსა და ქართლ-კახეთში მცხოვრები ბაგრატიონები და გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება მემკვიდრე.

;;; ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს სკანდალურად გასცილდა და მემკვიდრე არ დარჩათ.

;;; თერჯოლაში მყოფი ბაგრატიონები მზად არიან ისე იმოქმედონ, როგორც პატრიარქი ჩათვლის საჭიროდ. თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში, რომელსაც საბაგრატიონოსაც ეძახიან, სამეფო დინასტიის პირდაპირი შთამომავლები ცხოვრობენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში