საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რუსეთის "გაერთიანებული სამოქალაქაო ფრონტის" ლიდერი გარი კასპაროვი მიიღო.
;~გარი კასპაროვი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ერთ-ერთი მათთაგანი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს ნდობის, პატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე, როგორც ეს შეესაბამება ორ თავისუფალ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ბუნებრივია, ასეთ ადამიანებთან კონტაქტებისთვის ჩვენ მზად ვართ~, - აღნიშნა ბაქრაძემ კასპაროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საქართველო ისურვებდა, რომ რუსეთში განმტკიცდეს აზრი, რომ საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არ არის წარმონაქმნი, რომელიც უნდა აკონტროლოს რუსეთმა, არამედ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო.
~საქართველო შეიძლება იყოს თავისუფალი და ღირსეული პარტნიორი რუსეთისთვის, იმ ადამიანებთან ვინც ასე ფიქრობს და აზროვნებს კომუნიკაცია ყოველთვის სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რუსეთში საბოლოოდ ასეთი აზროვნება გაიმარჯვებს~, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"