ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობას “ეროვნული საბჭოც” მიიღებს
"ლეიბორისტული პარტიის’’ ორგანიზებით დაგეგმილ ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობას‘’ეროვნული საბჭოც’’ მიიღებს.
‘’აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ეს ინიციატივა ჩვენთვის ცნობილია; და მივესალმებით. ძალიან მაინტერესებს ხელისუფლების მიერ მართული პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები დახურულ კარს მიღმა’’, - განაცხადა ‘’მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ‘’ეროვნული საბჭოს’’ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
Mამასთან, ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ არ გაიზიარებს ‘’ლეიბორისტების’’ პოზიციას, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მისი თქმით, ისინი ამომრჩეველს ალტერნატივის გარეშე არ დატოვებენ.
“ლეიბორისტული პარტიის” ინიციატივით, 22 მარტს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ‘’ლეიბორისტები’’ მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში რეალური ვითარება სრულიად შეცვალა და აუცილებელია ოპოზიციამ იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა მშვიდობიანი გზით არსებული დანაშაულებრივი რეჟიმისგან.
;

























