საქართველოში ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე სინჯების აღების მეხუთე ექსპედიცია მოეწყო

22 მარტს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს, საქართველოში ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე სინჯების აღების მეხუთე ექსპედიცია მოეწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული მონიტორინგის სააგენტოების; სპეციალისტებმა ტრანსსასაზღვრო მდინარეებიდან: დებედადან, ხრამიდან და მტკვარიდან სინჯები ერთობლივად აიღეს. აღნისნული “მდინარე მტკვრის აუზის მართვის II ფაზის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებში სინჯებს ქიმიური ანალიზი ჩაუტარდება.

წყლის რესურსების საერთაშორისო დღე გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 თებერვლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

ტრადიციულად, ყოველ წელს ეს დღე კონკრეტულ თემას ეძღვნება. 2010 წლის თემაა – „სუფთა წყალი ჯანმრთელი მსოფლიოსთვის.“ მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. გაერო-ს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ბევრ ქვეყანაში კი სასმეწლი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი სიტუაციას უფრო ართულებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა