მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი მის მთავარ ღირებულებას - ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მომხმარებელს ახალ სარეკლამო რგოლს და განახლებულ ვიზუალურ იდენტობას სთავაზობს.
„ბაკურიანის“ მთავარი გზავნილი - „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ გვახსენებს, რომ ზრუნვა სწორედ ის ძალაა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს და აძლიერებს.
ახალი სარეკლამო რგოლი
„ბაკურიანი“ ზრუნვის თემას, ახალ სარეკლამო რგოლში, ყველაზე მარტივი და ამავდროულად ნაცნობი გზით - წყლის მიწოდებით გადმოსცემს. რადგან ხშირად სწორედ წყლის მიწოდებაა ზრუნვის უმარტივესი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ქცევა.
სიუჟეტი ვითარდება „ბაკურიანის“ ფეხბურთის გუნდის გარშემო. რგოლის მთავარი გმირი ცუდი ხასიათის, არაკეთილგანწყობილი პერსონაჟია. ის გარშემო მყოფ ადამიანებს უხეშად ექცევა და სიმბოლურად განასახიერებს გმირს, რომელსაც აკლია ემპათია და ყურადღება. რგოლი გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება ერთმა მარტივმა, მზრუნველმა ჟესტმა — წყლის მიწოდებამ ადამიანი გააკეთილშობილოს.
ვიდეოს კულმინაციურ მომენტში, ქომაგებს შორის მოულოდნელად ჩნდება ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი — გიორგი მიქაუტაძე, რომელიც რგოლს მისთვის დამახასიათებელი ფრაზით ასრულებს.
„ბაკურიანის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო ეკა ყიფიანი, ხოლო პროექტი განახორციელა ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრიამ”.
განახლებული ვიზუალური იდენტობა
საკომუნიკაციო კამპანიის პარალელურად, განახლდა „ბაკურიანის“ ვიზუალური იდენტობა. ბრენდმა წარადგინა პრემიუმ შეფუთვა — ახალი შუშის ბოთლი თანამედროვე დიზაინით. გამჭვირვალე ბოთლზე განთავსებული მთის გრავირება, ხაზს უსვამს წყლის წარმოშობის ადგილს — ბაკურიანის მთებს.
„ბაკურიანის“ ახალი დიზაინის შექმნაზე იტალიურმა სააგენტო Pagina-მ, ხოლო ლოგოს ქართულ ტიპოგრაფიაზე დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ იმუშავა.
განახლებული ბოთლი მალე გამოჩნდება და ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდება.
თანამშრომლობა გიორგი მიქაუტაძესთან
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, თავდამსხმელი და ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე მინერალური წყალი „ბაკურიანის“ მეგობარი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში გიორგი მიქაუტაძე ბრენდის სხვადასხვა აქტივობაში კიდევ შეგვხვდება.
(R)