საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილი „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას უცხადებენ.
;ამის შესახებ, დღეს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-19-ე წლისთავისა და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 71-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა.
;შეხვედრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე ირაკლი ალასანია სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
;როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოხარულია საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერით, რომელმაც 19 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერების ნაწილის განცხადებით, ისინი იზიარებენ ირაკლი ალასანიას პოზიციას, მათთვის მისაღებია მისი სტრატეგია და ღიად დაუჭერენ მხარს მის კანდიდატურას როგორც; მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, ზოგადად მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"