საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს

კავკასიურ სახლში საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიიდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილ კონცეფციას“ და კომისიის მუშაობის ერთწლიან შედეგებს გააცნობენ.

კონცეფცია, რომელზეც კომისია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მოიცავს სახელმწიფოს მოწყობის, სასამართლო ხელისუფლების, საარჩევნო სისტემის, ადამიანის უფლებების, კონსტიტუციის გადასინჯვისა და სხვა საკონსტიტუციო ნოვაციებს, რომლებსაც საზოგადოებას პირველად შეთავაზებენ.

კონცეფციაზე მსჯელობისთვის პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან საზოგადოების წარმომადგენლები - „ქართული აკადემია“, ექსპერტთა კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

მსჯელობა 15 აპრილს, 12:00 საათზეც გაგრძელდება. ამასთან, კონცეფციიის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გაიმართება. შეხვედრაზე მიწვეულები არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიათა წარმომადგენლები.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება