ოშკის ტაძარზე უნიკალური ბარელიეფი ჩამოინგრა

ოშკის ტაძარზე უნიკალური ბარელიეფი ჩამოინგრა.

;უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა და რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა, რომლებიც თურქეთის გეოგრაფიულ ცნობარზე მუშაობდნენ, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები ოშკი, ხახული და იშხანი მოინახულეს.

;ექსპედიციის წევრთა განცხადებით, ოშკი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული გუმბათიდან წყალი ჩადის, რამაც ფრესკები თითქმის ჩამორეცხა.

ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, სადაც მაცხოვრის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, მარჯვენა კიდეში ბაგრატ ერისთავთ ერთისთავი (მომავალში ბაგრატ მესამე და დავით მაგისტროსი, მომავალში კურაპალატი). ბარელიეფს 1.მ.46 სანტიმეტრი სიგრძე და 70 სანტიმეტრი სიგანე აქვს და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

კომპოზიციიდან თავდაპირველად ღვთისმშობლის ბარელიეფი ჩამოვარდა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ დაიკარგა. სხვა ფიგურებს სიმაგრის მისაცემად, ხის მორები ქონდა შეყუდებული.

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის განცხადებით, ამჟამად კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს. ბარელიეფიდან კი ჩამოვარდნილია მაცხოვრის ფიგურა, რომელიც შუაზე გადატეხილი და ისეა დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება.

"იმის თქმა ძნელია ბარელიეფი შეგნებულად ჩამოანგრიეს თუ არა. ფაქტია, ტაძარი შველას ითხოვს. კაბადოკიაში ასეთი ძეგლები რესტავრირებულია და მუზეუმის სტატუსს ატარებს. აქაც ასე თუ არ მოხდა, ყველაფერი განადგურდება. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ამ ბოლო წლებში. 2007 წელს დიდთოვლობამ ხანძთის გუმბათი ჩამოანგრია, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მალე ყელიც ჩამოიშლება", – განაცხადა დვალიშვილმა.

აღნიშნული ბარელიეფით ტაძარი აგებისთანავე მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში შეამკეს.;

;

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია