გორში პოლონეთის დროშის დღეს აღნიშნავენ

გორში 2 მაისს პოლონეთის დროშის დღე აღინიშნება.

;;; როგორც “ინტრეპრესნიუსს” გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალურად მიწვეული სტუმრებიც დაესწრებიან, მათ შორის; -; საელჩოსა და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც გორში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ჩავიდნენ.

;;; პოლონეთის დროშის დღე საქართველოს და პოლონეთის ჰიმნების შესრულებით გაიხსნება. შემდეგ კი, გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრში წარმოდგენილი იქნება საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ; თბილისის მუსიკალური ცენტრის კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და მასთან არსებული ბავშვთა კაპელა.

;;; ეს დღეს ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის,; ლეხ კაჩინსკის ინიციატივით დაარსდა და გორში წელს პირველად აღინიშნება.

;;; ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს