კობა დავითაშვილი ქუთაისში შეხვედრებს მართავს

“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი დღეს, ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

დავითაშვილმა რამდენიმე უბანში უკვე წარადგინა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები. “ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ქალაქში და რაიონში, სადაც გაიმარჯვებენ, პენსიები თბილისელთა პენსიების მოცულობას გაუტოლდება.

კობა დავითაშვილი მოსახლეობას საგარეო პოლიტიკაზეც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით, რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია.

დავითაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს იმერეთის სხვა რეგიონებშიც გამართავს.