მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდაზე იაკობ ნიკოლაძის გვერდით დაიკრძალება
მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდაზე იაკობ ნიკოლაძის გვერდით დაიკრძალება. ამის შესახებ თბილისის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დღეს მთაწმინდის პანთეონში განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად მათ დღეს მთაწმინდაზე მუხრან მაჭავარიანის საბოლოო განსასვენებელი ადგილი შეარჩიეს.;
გამოჩენილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მუხრან მაჭავარიანის დაკრძალვის ხარჯებს მერია გაიღებს.;
მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. იგი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა. დაკრძალვა, წინასწარი ინფორმაციით, 22 მაისს გაიმართება.

























