ჩოხატაური-სურები-ტობახჩოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაობს 2 მლნ 269 ათას ლარი მოხმარდება
ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-სურები-ტობახჩოს საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის მსოფლიო ბანკმა 2 მლნ 269 ათას ლარი გამოყო.
;საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. მოეწყობა საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის მონიშვნის სამუშაოები.;
ამჟამად გზაზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.
;

























