~თეთრების~ ინიციატივით „ქართულ-ოსური მისიის მოგზაურთა~ ჯგუფი შეიქმნა

პოლიტიკური მოძრაობა ~თეთრების~ ინიციატივით, შეიქმნა „ქართულ-ოსური მისიის მოგზაურთა~ ჯგუფი, რომელსაც თემურ შაშიაშვილი უხელმძღვანელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, რომლებიც განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლები არიან, 25 მაისს, ~ვარდების რევოლუციის~ მოედნიდან ჩრდილოეთ ოსეთში გაემგზავრებიან.

მოგზაურობის ფარგლებში დაგეგმილია მისვლა იმ სახლში, სადაც დაიბადა უწმინდესი და უნეტარესი ილია II, შეხვედრები ჩრდილო ოსეთის ქართულ სკოლაში, „ოლიმპიური დარბაზის“ გახსნა სოფელ ბელთას სკოლაში. ამასთან, საზღვარზე გაიხსნება ბარელიეფი შოთა რუსთაველის აფორიზმით: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!“

მოგზაურობა დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან. აღნიშნულის თაობაზე, ხვალ, 16:00 საათზე, „თეთრების“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

;