Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს

ტელეკომპანიების "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით პარტიული სიით არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.
მონაცემები ასე გამოიყურება: ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ 60 პროცენტი; "ალიანსი საქართველოსთვის" 16 პროცენტი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა~ - 10 პროცენტი; "ეროვნული საბჭო" 7 პროცენტი და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ 5 პროცენტი.
ეს არის 16.00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომელიც 72 საარჩევნო უბნიდან მიღებულ 10 ათას კითხვარს ეყრდნობა. ცდლომილება + _ 2 პროცენტია.

























