წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 11 ოპოზიციონერი დეპუტატი ეყოლება

ცესკო-მ თბილისის პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის მანდატების გადანაწილების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა .

თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით არჩევნებში, 765 უბნის მონაცემებით, 4-პროცენტიანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა.

წინაწარი შედეგებით, ლიდერის პოზიციას ხმათა 52.48 %-ით ინარჩუნებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც საკრებულოში 14 მანდატი ექნება.

ამომრჩეველთა 17,92%-მა დაუჭირა მხარი "ალიანსი საქართველოსთვის", შესაბამისად - 5 მანდტი. 11,99%-მა - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანებას" – 3 მანდატი.

ბარიერი, ასევე, გადალახეს "ეროვნულმა საბჭომ" 8.32 % -ით – 2 მანდატი, და ’’თოფაძე-მრეწველებმა’’ - 6.3 % -ით – 1 მანდატი. დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ.

მანდატები კი, პარტიული სიები მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება : "ნაციონალური მოძრაობა" - ზაალ სამადაშვილი, კონსტანტინე იონათამიშვილი, მარიამ დიდებულიძე, ლაშა იმედაშვილი, ტარიელ ხიზანეიშვილი, პეტრე მეტრეველი, დავით ნინიძე, თამაზ შოშიაშვილი, სევდია უგრეხელიძე, მამუკა ახვლედიანი, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, მიხეილ ქავთარაძე, ნინო ბაბუნიძე, გელა ომანიძე.

"ალიანის საქართველოსთვის" - თინათინ ხიდაშელი, დავით საგანელიძე, ზურაბ აბაშიძე, ნათელა მაჭავარიანი, ვიქტორ დოლიძე.

"ქრისტიან-დემოკრატები" - ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია ; "ეროვნული საბჭო" - კობა დავითაშვილი, კახა კუკავა. "თოფაძე – მრეწველები" - გიორგი ტყემალაძე.

50-კაციან საკრებულოში პროპორციული წესით 25 მანდატია. 30 მაისის თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში 17 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დედაქალაქში 10 ოლქი და 774 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული იყო 981 505 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 477 903-მა, რამაც ამომრჩეველთა 46.7% შეადგინა. ამასთან, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცმებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს და, შესაბამისად, დანარჩენ 25 ადგილს მმართველი პარტია დაიკავებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის