შორის დავის განხილვა თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დღეს განხლდება.
რადიო ~ჰერეთის~ ინფორმაციით, სასამართლოზე, სავარაუდოდ, გადაწყდება,; დააკმაყოფილებს თუ არა რადიოს სარჩელს მოსამართლე.
ჰერეთის სარჩელი ეხება იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ გამოსცა. კომისიის მტკიცებით, რადიო ~ჰერეთი~ 7 თვის განმავლობაში არალიცენზირებულად მაუწყებლობდა.
რადიოში კი აცხადებენ, რომ სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადის დამადასტურებელი ცნობები და სხვა დოკუმენტაცია დროულად აქვთ წარდგენილი. რადიო ~ჰერეთი~ კომისიამ 5 000 ლარით დააჯარიმა.
~ჰერეთის~ ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თელავის ოფისი იცავს.