ოზურგეთის პროკურატურის ინიციატივით, საბავშვო ფილმების კონკურსი გაიმართა

ოზურგეთის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროკურატურის ინიციატივით გამართულ კონკურსში ჩაერთვნენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება დღეს, ოზურგეთის კონოთეატრში გაიმართა. კონკურსის თემა არასრულწლოვანთა დანაშაული, კერძოდ, ცივი იარაღის წინააღმდეგ კამპანია იყო.

მოსწავლეების ნამუშევრები შვიდკაციანმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული ფილმი გამოავლინა. პირველ ადგილზე ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვის საჯაროს სკოლის მოსწავლეები გავიდნენ; მეორე ადგილი ქ. ოზურგეთის 4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს; მესამე _ ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები _ ტელევიზორები გადაეცათ, ფილმების ყველა ავტორი კი ვიდეო-ფლეერით დაჯილდოვდა.

კონკურსი მიმდინარე წლის აპრილში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით გამოცხადდა და მასში 11-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა თავად დაწერეს სცენარები, გაანაწილეს როლები და ფილმები სამოყვარულო კამერებით გადაიღეს.

`მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროკურატურის ორგანიზებულ კონკურსში. შემოქმედებით პროცესში მოზარდებმა თავად დაინახეს, თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას, ისეთი მანკიერი ჩვევა, როგორიც არის დანის ტარება. ბავშვებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ერთი შეხედვით უნებლიე შეცდომა, შესაძლოა მათ ძალიან ძვირად დაუჯდეთ~, _ განაცხადა ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა ილია ჯალაღონიამ.

საქართველოს პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა _ კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით, გრძელდება საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციები სამართლებრივ თემებზე.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა