კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი აშენდება

კასპში წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი აშენდება.

ტაძრის ასაშენებლად კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკვე გამოყო ტერიტორია. სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ადგილი აკურთხა და ჯვარიც აღმართა.

კასპში ამჟამად ორი მოქმედი ეკლესიაა, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მრევლის დიდი ნაწილი რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში შესვლას ვერ ახერხებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა მრევლის და სამღვდელოების თხოვნა და ქალაქის ცენტრში ტაძრის ასაშენებლად 2 383 კვ.მ. ფართობი გამოყო.

ტაძრის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება ეპარქიას ტაძრის მშენებლობაში შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს