ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილის შემცვლელად დაასახელა, 28 წლის ვერონიკა ქობალიაა .
ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ქობალია მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, კანადის ბიზნესკომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. მას აქვს კანადაში ქართული პურის ბიზნესი.
ვერა ქობალია საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას `კოალიცია სამართლიანობისთვის~.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"