განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს პედაგოგებს ახალი სასკოლო ჟურნალი წარუდგინა და მოსწავლეთა შეფასების ახალი სისტემა გააცნო.
შეხვედრას სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა. მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ ახალი ჟურნალის სამუშაო ვარიანტის განხილვის პროცესში. მათი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, შეიქმნება ჯურნალის საბოლოო ვარიანტი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასკოლო ჟურნალი ორი სხავადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის (I-IV კლ. და V-XII კლ.) განკუთვნილი და იგი სექტემრბიდან ამოქმედდება. მომავალი ჟურნალი საწარმოებლად გაცილებით მარტივი, ინფორმაციულად დატვირთული და გაყალბებისაგან დაცული იქნება.
იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემაც, რომელიც მასწავლებლისთვის მარტივი, ბავშვისა და მშობლისთვის კი, გამჭვირვალე ხდება. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება, ათბალიანი სისტემით შემოღებული იქნება 3 ნიშანი და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება – საშინაო დავალებაში, საკლასო სამუშაოსა და საკონტროლოში. ტრიმესტრულის ნაცვლად კი, სემესტრული სწავლება დაწესდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"