ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ საქართველო გაერთიანებას დემოკრატიის გაძლიერებითა და ეკონომიკის აყვავებით შეძლებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრისას განაცხადა.
კლინტონის თქმით, რაც უფრო დემოკრატიული და ეკონომურად ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო მეტი შანსი ექნება გაერთიანების.
"თქვენ უნდა იმუშაოთ ბევრი დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერებისთვს. მაშინ დიდი იქნება სხვაობა აფხაზეთს, სამხერთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს კი მათში აღძრავს სურვილს, ერთიან საქართველოში იცხოვრონ", - განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დევნილებისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს მოუწოდა, სოციალური ქსელის საშუალებით დაამყარონ ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებთან.
"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მუშაობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ამისთვის კარგი საშუალებაა სოციალური ქსელები", - განაცხადა კლინტონმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს, საქართველოს დევნილებისთვის ღირსეული პირობების შექნასა და დევნილთა დაბრუნებაში დაეხმაროს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"