მზია კვირიკაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში დაკრძალეს

მსახიობი მზია კვირიკაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში დაკრძალეს . "სიცილის დედოფლის" მეგობრებმა და ახლობლებმა დაკრძალვის ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს.

მზია კვირიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ცნობილმა მსახიობებმა, მეგობრებმა, მომღერლებმა, პროექტ "იუმორინას" მონაწილეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს.

ცნობილი მსახიობის მუხადგვერდის პანთეონში დაკრძალვის სურვილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს.

მზია კვირიკაშვილი 61 წლის ასაკში 28 ივლისს გარდაიცვალა. ის ამერიკაში შეუძლოდ გახდა და 7 ივნისს მძიმე ავადმყოფობის გამო საქართველოში დაბრუნდა. მსახიობს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. მზია კვირიკაშვილი ესტრადაზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. ის იყო წარმატებული პროექტის "იუმორინას" ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა