საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე დღეს, თბილისის #60-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტულ მოედანს გახსნის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის 72 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი და 28 სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოეწყობა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"